Friday, August 8, 2014

მიკრო კონტროლერები - შესავალი

მოგესალმებით ყველას, მე ვარ გიორგი ჯამბაზიშვილი და ეს არის ჩემი ბლოგი, რომელიც სპეციალურად ეძღვნება AVR ის მიკრო კონტროლერებს, რომლებიც საკმოად პოპულარულები არიან დღებანდელ რეალობაში, სხვა ფირმის მიკრო კონტროლერებთან ერთად. ბლოგზე დადებული ტუტორიალები ითვალისწინებს იმას, რომ თქვენ გაქვთ ISP პროგრამატორი, ან Arduino სატესტო დაფა. ხოლო რაც შეეხება ბლოგზე არსებულ კოდს, ის შემოწმებულია და მუშაობს 100% ით, ასევე თავსებადია Arduino სთან.
მუშაობისთვის გამოვიყენებთ მონაცემთა ფაილს იგივე Datasheet-ს, რომელიც არსებობს ყველა მიკრო კონტროლერზე და მომხმარებელს საოცრად უადვილებს პროდუქტთან მუშაობას. ყველა მიკრო კონტროლერის მონაცემთა ფაილი განთავსებულია atmel-ის ოფიციალურ საიტზე და ხელმისაწვდომია ყველასთვის.

AVR-ის პერიფერიული მოწყობილობები

ზემოთ მოცემული სურათი წარმოადგენს AtMega168-ს პინების დანიშნულებას. როგორც სურათზე ჩანს პინების (PD0, PA1, PB5) გარდა მათზე ფრჩხილებში არის მითითებული კიდევ სხვადასხვა რამ (PB5 - SCK). ესენი წარმოადგენენ დამატებით ფუნქციებს, რისი შემოთავაზებაც შეუძლია მიკრო კონტროლერს გარდა ზოგადი დანიშნულების შესასვლელ/გამოსასვლელისთვის. ეს დამატებითი ფუნქციები ჩაირთვება - შეძლებთ მის გამოყენებას, თუ შეცვლით ბიტებს შესაბამის რეგისტრში. ესენია პერიფერიები. მაგალითისთვის ავიღოთ AtMega32, რომელიც გვთავაზობს ქვემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებს:

  • ADC - Analog to Digital Converter - გვხვდება 10 / 12 ბიტიანი, ჩვეულებრვი
  • Timer - 8 და 16 ბიტიანი ტაიმერები
  • JTAG - Joint Test Action Group
  • TWI - Two Wire Interface ან I2C - ინტეგრირებული მოწყობილობა
  • USART - Universal Synchronous Asynchronous Receiver Transmitter
  • UART - Universal Asynchronous Receiver Transmitter
  • SPI - Serial Peripheral Interface
  • WDT - Watchdog Timer
  • და სხვა
ჩამოთვლილ პერიფერიულ ნაწილებზე შეგიძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღოთ მონაცემთა ფაილიდან. შესავალისთვის ვფიქრობ, რომ საკმარისია, ახლა კი მომავალ ტუტორიალებში უფრო ღრმად და დაწვრილებით ვნახავთ თითოეული პერიფერიის მოქმედების პრინციპს. 

No comments:

Post a Comment